ადიგენის მუნიციპალიტეტი
- რეგიონები
- ივლისი 5, 2022
- 1150
მუნიციპალიტეტი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში.
მდებარეობს ახალციხის ქვაბულის დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთი ნაწილი
უჭირავს მესხეთის ქედის, ხოლო დასავლეთი — არსიანის ქედის ფერდობებს.
ადიგენის მუნიციპალიტეტი 1917 წლამდე შედიოდა თბილისის გუბერნიის
ახალციხის მაზრაში, 1917–30 წლებში – ახალციხის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე
რაიონია.
ადიგენის მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკა, ჩრდილოეთით – ჩოხატაურის, ვანის, ბაღდათის მუნიციპალიტეტები,
აღმოსავლეთით – ახალციხის მუნიციპალიტეტი, სამხრეთი საზღვარი ემთხვევა
საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს.
ტერიტორია — 799 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია
340 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ფარგლებშია მოქცეული ახალციხის მურანახშირის
საბადოს ერთი ნაწილი, რომელიც არ მუშავდება.
მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი მთაგორიანი ნაწილი აგებულია ვულკანოგენური
ტუფების წყებით. სამხრეთი (გოდერძის უღელტეხილი) ანდეზიტ-ბაზალტებით და
ტუფებით, დასავლეთი ნაწილი ფერადი თიხებით, ქვიშა-ქვებითა და ანდეზიტ-
ბაზალტებით. მდინარე ქვაბლიანის გასწვრივ ფართო ზოლად ვრცელდება
ტრაქიტები, თიხები და ქვიშა-ქვები, ხოლო მდინარის ქვემოდინებაში ახალგაზრდა
ალუვიური ნალექები.
მუნიციპალიტეტში ზამთარი ცივია, ზაფხული — თბილი და ხანმოკლე. დაბალ
ზონაში საშ. ტემპერატურა 8,0 °C -დან 6,4 °C-მდე
(ადიგენი 8,0 °C, აბასთუმანი 6,4 °C). იანვრის საშუალო ტემპერატურაა –4 °C, 5,4 °C
ფარგლებშია. აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა შეიძლება –31 °C, –32 °C-
მდე დაეცეს. აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა 36°, 37 °C. ნალექების
რაოდენობა წელიწადში 594-688 მმ-ია, ნალექების მაქსიმუმია ივნისში 83-99 მმ.
დეკემბერში მინიმუმი 41 მმ. თოვლის საბურველი დეკემბრის დასაწყისიდან
მარტის მეორე ნახევრამდეა. გაბატონებულია დასავლეთის და აღმოსავლეთის
ქარები, რომელთა საშუალო სიჩქარე 3-4 მ/წ.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში გავრცელებულია
ქსეროფიტული მცენარეულობა, რომელსაც გორაკ-ბორცოვან ზონაში მუხნარი
ცვლის. მთის ფერდობები მეტწილად დაფარულია ტყით, ქვედა სარტყელში
განვითარებულია შერეული ტყე, სადაც მუხა და რცხილა სჭარბობს, უფრო ზევით
გავრცელებულია წიწვნარი ჯიშის ფიჭვი, სოჭი და ნაძვი. 2000 მ ზევით სუბალპური
და ალპური მდელოებია. ტყეებს დიდი საკურორტო და ნაიადგდაცვითი
მნიშვნელობა აქვს.
მრავალფეროვანია ცხოველთა სამყარო. ტყის ზონაში ბინადრობენ:
დათვი, მგელი, მელა,
ფოცხვერი, მაჩვი, გარეული კატა, კვერნა, ციყვი, ტყის თაგვი. ბევრია ფრინველი
– მწყერი, გვრიტი, კოდალა, შოშია, კაჭკაჭი, ბულბული და სხვა. მდინარეში
არის კალმახი, ქაშაყი, მურწა და სხვა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიას დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ კვეთს
მდინარე ქვაბლიანი, რომლის შენაკადებია ოცხე, ღაღვი, ძინძისწყალი.
მუნიციპალიტეტში რამდენიმე პატარა ტბაა (შავი ტბა, კოტატბა, თლილი, წყისი და
სხვა.).
მოსახლეობის რიცხოვნობა — 16 462 კაცი; სიმჭიდროვე — 21 კაცი კვ.კმ-ზე. ქალაქის
მოსახლეობა 1720 კაცია, სოფლის მოსახლეობა 14 742 კაცი. მათ შორის: 97,1 % –
ქართველია, 2,3 % – სომეხი, მცირე რაოდენობით ცხოვრობენ
რუსები, უკრაინელები, ოსები.
1944 წელს მუსლიმი მესხების (28 000 კაცი) გასახლების შემდეგ, საქართველოს
სხვადსახვა კუთხეებიდან ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
დასახლდნენ იმერლები (36 %), რაჭველები (7 %), აჭარლები (20 %). ადგილობრივი
მესხები შეადგენენ მოსახლეობის 32 %-ს.
მუნიციპალიტეტი მოიცავს ორ ურბანულ დასახლებას: დაბა ადიგენს, რომელიც
ამავე დროს მუნიციპალიტეტის ცენტრს წარმოადგენს და დაბა აბასთუმანს.
მუნიციპალიტეტში არის 55 სოფელი. ყველა დასახლება გაერთიანებულია 20
ტერიტორიულ ერთეულში, რომლებსაც ხელმძღვანელობენ მუნიციპალიტეტის
გამგებლის მიერ დანიშნული რწმუნებულები.
ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო,
აღმასრულებელი ორგანო — მუნიციპალიტეტის გამგეობა. მმართველობის
ტერიტორიული ერთეულებია
ეკონომიკა
ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის, მეხილეობა,
მეკარტოფილეობა, სახორცე-სარძევე მეცხოველეობა. მრეწველობა სუსტადაა
განვითარებული და ძირითადად ადგილობრივი დანიშნულების საწარმოებითაა
წარმოდგენილი.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ახალციხე-ბათუმისა და ახალციხე-
ქუთაისის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები.
მუნიციპალიტეტში რამდენიმე სასტუმროა, რომლებიც აბასთუმანშია თავმოყრილი.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამედიცინო მომსახურებას ეწევა 2
საავადმყოფო, 2 პოლიკლინიკა, 7 სოფლის ამბულატორია და 2 სამშობიარო სახლი.
სოფელ ფლატეში მოიპოვება მინერალური წყლები.
კულტურა
მუნიციპალიტეტში 25 საჯარო სკოლაა და 6 საბავშვო ბაღია. არის ასევე სამუსიკო
და სასპორტო მუნიციპალური სკოლები. ყანობილის მთაზე მდებარეობს
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური
ობსერვატორია. მუნიციპალიტეტში არის კულტურის ცენტრი. ცენტრთან
ჩამოყალიბებულია ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ჭულე“, ანსამბლი
„ზარზმა“, აგრეთვე ვოკალური ჯგუფი „ანცები“. მუნიციპალიტეტში
არის ბიბლიოთეკა, რომლის წიგანადი ფონდია 88 551 ც.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყოველწლიურად ტარდება პოპულარული სახალხო
დღესასწაულები „ზარზმობა“, „შუამთობა“, „მაღალ მთობა“ და ძველი თეატრალური
სანახაობა „ბერობანა“.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 88 ისტორიული ძეგლია აღრიცხული.
მათ შორისაა მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები, მეჩეთები, ციხე-
კოშკები, ასევე რამდენიმე ხიდი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
ძეგლებია: ზარზმის მონასტერი, იჯარეთის მონასტერი, ჭულე, ოქროსციხე, ზანავის
ციხე, ოძრხე. ბუნების ძეგლებია გოდერძის გაქვავებული ტყე და ბენარის ფაუნა.
მუნიციპალიტეტში 55 დასახლებული პუნქტია – დაბები – აბასთუმანი, ადიგენი;სოფლები – აბასთუმანი,
ადიგენი, ამხერი, არალი, არზნე, აფიეთი, ბენარა, ბოლაჯური, გომარო, გორგული, დერცელი, დიდიზანავი,
დიდისმადა, ვარხანი, ზაზალო, ზარზმა, ზედუბანი, ზემოენთელი, იმერთუბანი, იჯარეთი, კახარეთი, კეხოვანი
კიკიბო, ლელოვანი, მლაშე, მოხე, ნამინაური, ნაქურდევი, პატარაზანავი , პატარასმადა, საირმე, სამყური, უდე,
უნწა, უტყისუბანი, ფარეხა, ფლატე, ფხერო, ქვემოენთელი, ქიქინეთი, ღორთუბანი, ღორძე, შოლავერი, შოყა,
ჩორჩანი, ციხისუბანი, წარბასთუმანი, წახანი, წახანწყარო, წრე, ჭელა, ჭეჭლა, ხარჯანი, ხევაშენი.
ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. დაბა ადიგენი მდებარეობს ახალციხის ქვაბულში,
მდინარე ქვაბლიანის ნაპირას,ახალციხე-ბათუმის საავტომობილო გზაზე, ქალაქ ახალციხიდან 32 კმ-
ზე. დაბის სტატუსი მიენიჭა 1961 წელს. მოსახლეობა -1221 ადამიანი(2010). ჰავა ზომიერად ნოტიოა,
ზამთარი – ცივი, ზაფხული – ხანგრძლივი და გრილი. დაბის სტატუსი მიენიჭა 1961 წელს. დაბაში
არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლებისა და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე
საწარმოები.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 88 ისტორიული ძეგლია აღრიცხული.
მათ შორისაა მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები, მეჩეთები, ციხე-
კოშკები, ასევე რამდენიმე ხიდი. ადიგენის
მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და კულტურულ-ისტორიული
ძეგლების სიმრავლით. საოცარი ტყეები, მთები, ალპური მინდვრები და პატარა
ტბები უამრავ ბუნებისა და მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. აქ შეგიძლიათ
მრავალფეროვანი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე ლაშქრობების მოწყობა.
ბუნება და ღირშესანიშნეობები
ადიგენის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და კულტურულ-
ისტორიული ძეგლების სიმრავლით. საოცარი ტყეები, მთები, ალპური მინდვრები და
პატარა ტბები უამრავ ბუნებისა და მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. აქ
შეგიძლიათ მრავალფეროვანი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე
ლაშქრობების მოწყობა. მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ღირსშესანიშნაობაა გოდერძის ნამარხი ტყე, სადაც ტროპიკული მზენარეების
ანაბეჭდებს ნახავთ, რომლებიც მძლავრმა ვულკანურმა ამოფრქვევებმა ფერფლში
ჩამარხა. დიდი პოპულარობით სარგებლობს თრიალას ტბები. სიმწვანეში ჩაფლული,
ტყეებითა და მინდვრებით გარშემორტყმული ლურჯი ტბები ულამაზეს სანახაობას
წარმოადგენს. შეგიძლიათ მოინახულოთ ალპურ სერებში მოქცეული ჯაჯის ტბა,
რომელიც გურიის, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის საზღვარზე მდებარეობს.
რაიონში გვხვდება პატარ-პატარა ჩანჩქერებიც და მრავალი ულამაზესი ადგილი
პიკნიკისა და სიმშვიდეში განტვირთვისთვის. კომფორტულად დასვენებისა და
ბუნების სილამაზით ტკბობისთვის შესანიშნავია კურორტი აბასთუმანი, სადაც
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მონახულებასაც შეძლებთ და
მთვარესა და რამდენიმე პლანეტას დააკვირდებით. ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიმზიდველია კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვისაც, აქ მრავალი
უძველესი ტაძარი თუ ციხე-სიმაგრეა შემორჩენილი. შთამბეჭდავი და
უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლი – ზარზმა, ჭულის
მონასტერი უმშვენიერესი გარემოთი და ხედებით თუ გაშლილ სივრცეში, მთაზე
აღმართული ოქროს ციხე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.
ტურისტული ადგილები
თრიალას ტბები
თრიალას ტბები მდებარეობს მთა თლილის ჩრდილოეთ ფერდობზე,ზღვის დონიდან 1600
მეტრზე. სულ არის 3 ტბა. სამივე ტბა ტყით არის გარშემორტყმული და საზრდოობს წვიმისა და
წყაროს წყლებით. ტბები განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულსა და ზაფხულში, როცა წყლის
დონე მაღალია. ზამთარში ტბები იყინება
საუკეთესო პერიოდი – ყველა სეზონი
ოქროს ციხე
ოქროს ციხე – ციხესიმაგრე მდებარეობს სოფელ ბოლაჯურის მახლობლად ზღვის დონიდან
1700 მეტრზე. ციხე უზარმაზარ კლდოვან მასივზე დგას და ძნელი მისადგომია (ზოგიერთი
მხრიდან მიუდგომელიც). ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხეთაგანია საქართველოში.
საუკეთესო პერიოდი – ყველა სეზონი.
ოქროს ციხე ჯაყელთა ერთ-ერთი უმთავრესი სიმაგრეთაგანი იყო და იგი სხვა ციხეებთან ერთად
დამცველ სიმაგრეთა მთელ სისტემას ქმნიდა ათაბაგთა სამფლობელოს შუაგულში. ციხის
აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ იგი აგებულია XIII საუკუნის დასასრულს ან
XIV საუკუნის დასაწყისში და მის შესახებ ადრინდელი წერილობითი ცნობებიც არ მოგვეპოვება.
XV-XVI საუკუნეებში კი, თურქების მომძლავრების დროს, იგი დიდ როლს თამაშობდა მესხთა
თავდაცვის საქმეში. აქ გამაგრებულნი ძალიან დიდ ტერიტორიას უწევდნენ კონტროლს, კარგად
უთვალთვალებდნენ გზებსაც და ციხის მდებარეობისა და სიმტკიცის გამო, ალყასაც დიდხანს
უძლებდნენ. ოქროს ციხე ხშირად იხსენიება ე. წ. მესხური დავითნის ქრონიკაში (XVI ს.),
რომელშიც სამცხის სამთავროს არსებობის ბოლო ხანების ამბებია მოთხრობილი. 1578 წელს,
თურქი სარდლის ლალა-ფაშას შემოჭრის დროს, ოქროს ციხეში იყო გამაგრებული ქაიხოსრო
ათაბაგის მეუღლე, დედისიმედი, რომელიც ამაოდ ცდილობდა სამცხის გადარჩენას
დამპყრობელთაგან.
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია მდებარეობს, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე. იგი
1932 წელს დაარსდა. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია
გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის ცთომილების და დედამიწის
ზედა ატმოსფეროს შესწავლა. მას აქვს საგამომცემლო ბაზა, სადაც 1961 წლიდან
ყოველწლიურად გამოიცემა „ასტრონომიული კალენდარი“ და „ობსერვატორიის ბიულეტენი“.
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, გარდა მისი სამეცნიერო-კვლევითი
დანიშნულებისა, ტურისტულადაც მიმზიდველია. ობსერვატორიაში მოხვედრა ნებისმიერ
მსურველს შეუძლია, აქ მოინახულებთ პატარა მუზეუმს და ტელესკოპით დააკვირდებით
მთვარეს, სატურნს თუ სხვა ციურ სხეულებს, რაც საოცრად შთამბეჭდავ სანახაობას
წარმოადგენს. ობსერვატორია პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით დაარსდა და იგი პირველი
სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. 1934 წელს
ობსერვატორიაში კარლ ცეისის ფირმის 40 სმ-იანი ტელესკოპი დაიდგა. იმავე წელს აბასთუმნის
ობსერვატორია წყნარი ოკეანის ასტროფიზიკური ასოციაციის წევრად აირჩიეს. პირველი
ასტრონომიული აღმოჩენა საქართველოში 1942 წელს გაკეთდა, ქართველმა ასტრონომმა გიორგი
თევზაძემ ორი ახალი კომეტა აღმოაჩინა, რომელთაც “კომეტა 1942 თევზაძე 1” და “კომეტა 1942
თევზაძე 2” უწოდეს. 1954 წელს, ობსერვატორიაში 70 სმ-იანი მენისკური ტელესკოპი დაიდგა.
1957 წლიდან დედამიწის პირველ ხელოვნურ თანამგზავრზე დაკვირვების სადგური
ამოქმედდა, 1959 წელს კი ექსპლუატაციაში შევიდა ყანობილის მთიდან აბასთუმნამდე
გაჭიმული საბაგირო გზა. 1961 წელს, ასტრონომმა რ. კილაძემ პირველმა გაზომა სატურნის
რგოლების სისქე, ხოლო 1974 წელს მანვე პირველმა შეამჩნია პლანეტა მერკურის ატმოსფერო, ა.
ჭურაძემ კი ზეახალი ვარსკვლავი NGC 3389 აღმოაჩინა. აბასთუმნის ასტროფიზიკური
ობსერვატორია დღემდე აქტიურად განაგრძობს სამეცნიერო საქმიანობას.
საუკეთესო პერიოდი – ყველა სეზონი
ადიგენის საზღვრისპირა საზაფხულო იეილები
ადიგენის საზღვრისპირა საზაფხულო იეილები მდებარეობს, თურქეთის საზღვართან
ახლოს, ზღვის დონიდან დაახლოებით 2100-2200 მეტრზე. იგი მთებზე განლაგებულ მწყემსთა
სადგომებსა და საზაფხულო საძოვრებს წარმოადგენს. სხვადასხვა სოფელს თავისი საზაფხულო
სადგომები აქვს მოწყობილი სხვადასხვა მთაზე. გაშლილი სივრცეები, შესანიშნავი ხედები,
მთებს შეფენილი ქოხები, იალაღები და საძოვრად გამოსული ნახირი ულამაზეს და საინტერესო
სანახაობას ქმნის. ეს ადგილები მიმზიდველია მთებისა და ხეტიალის მოყვარულთათვის. ამ
საზაფხულო სოფლებში უგემრიელესი, ნატურალური რძის პროდუქტების შეძენა და
დაგემოვნებაც შეგიძლიათ, რაც კიდევ უფრო მეტ ხიბლს შესძენს თქვენს ლაშქრობას.
საზღვრისპირა საზაფხულო იეილები შესანიშნავია ახალი შთაბეჭდილებებისა და
თავგადასავლების მაძიებელთათვის. აქ ულამაზესი ბუნებითაც დატკბებით და მთის
ცხოვრების თავისებურებებსაც გაეცნობით.
საუკეთესო პერიოდი – ყველა სეზონი
კოტატბა
კოტატბა მდებარეობს, ზღვის დონიდან დაახლოებით 2090 მეტრზე. იგი ძალიან პატარა
ზომისაა, განსაკუთრებით აგვისტოში, როცა წყლის დონე საგრძნობლად იკლებს. მცირე ზომის
მიუხედავად ყვავილოვანი მინდვრებითა და ულამაზესი ხედებით გარშემორტყმული მოელვარე
ლურჯი ტბა საოცარ სანახაობას ქმნის. აქვეა კოტატბის საზაფხულო საძოვრები და მწყემსთა
სადგომები. გაშლილი სივრცეები, ათასფერი ყვავილები, ფერდობს შეფენილი ქოხები, მთის
რბილი ნიავი და იალაღები ძალიან მიმზიდველია ბუნებისა და მთებში ხეტიალის
მოყვარულთათვის.
საუკეთესო პერიოდი – გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა
ჭულეს ჩანჩქერი
ჭულეს ჩანჩქერი მდებარეობს სოფელ პატარა ზანავში ჭულეს მონასტერთან ახლოს, ზღვის
დონიდან დაახლოებით 1500 მეტრზე. ხავსიან კლდოვანებზე გადმომდინარი ეს პატარა
ჩანჩქერი ხეებშია ჩაფლული და ძალიან ლამაზ სანახაობას ქმნის. ჭულეს ჩანჩქერი ულამაზესია
როგორც გაზაფხულის სიმწვანეში, ასევე შემოდგომის ფერადოვნებით გარემოცული. ეს ადგილი
შესანიშნავია ბუნების მოყვარულთათვის და სიმშვიდეში განტვირთვის მსურველთათვის.
ჩანჩქერთან მისვლამდე საოცარი ხედებით გარშემორტყმულ ჭულევის მონასტერთან
მოხვდებით, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი საინტერესო ძეგლია.
გოდერძის ნამარხი ტყე
გოდერძის ნამარხი ტყე მდებარეობს, ადიგენისა და ხულოს მუნიციპალიტეტების
ტერიტორიებზე, გოდერძის უღელტეხილის აღმოსავლეთ კალთაზე. მესამეულ პერიოდში
მძლავრმა ვულკანურმა ამოფრქვევებმა ფერფლში ჩამარხა ტროპიკული ტყე და სწორედ ამ ტყის
ფლორაა შემორჩენილი გაქვავებული სახით. გოდერძის განამარხებულ ტყეს ბუნების ძეგლის
სტატუსი აქვს. მისი საერთო ფართობი ჯამში 365 ჰექტარს შეადგენს და განლაგებულია ზღვის
დონიდან 1600-2100 მეტრზე. გოდერძის წყების ტერიტორიის რელიეფი საკმაოდ რთული,
მთაგორიანი და დანაწევრებულია. გზის გასწვრივ, კლდეებზე, ბუნებრივი გაშიშვლების
ვულკანურ ბრექჩიებში, კარგად მოჩანს განამარხებული ფლორის და გაქვავებული ხის
სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ორიენტირების ბუნებრივი ანაბეჭდები. ალაგ-ალაგ
შესანიშნავად არის შემონახული სითბოს მოყვარული ფოთლოვანი მცენარეების,
განსაკუთრებით დაფნისნაირების ფითლების ანაბეჭდები, აქ ნაპოვნია პალმები, მაგნოლიები,
დაფნები და ა.შ. როგორც ჩანს, მილიონობით წლის წინ ამ ტერიტორიაზე ტროპიკული ჰავა
ყოფილა და შესაფერისი მცენარეები ხარობდნენ. გაქვავებული ხეები მთლიანად
ჩანაცვლებულია ოპალით და ქალცედონით, ნაპრალები და სიცარიელეები კი ქალცედონითა და
კვარცითაა ამოვსებული. ხის გაქვავება მიმდინარეობდა მისი ორგანული მასალის თითქმის
მთლიანი ჩანაცვლებით ისე, რომ სრულიად არ დარღვეულა მცენარის პირვანდელი სტრუქტურა.
გოდერძის ნამარხი ტყე უმნიშვნელოვანეს ბუნების ძეგლს წარმოადგენს და იგი საინტერესოა,
როგორც სამეცნიერო, ასევე ტურისტული თვალსაზრისით.
საუკეთესო პერიოდი – ყველა სეზონი
აბასთუმნის ''თამარის ციხე''
აბასთუმნის “თამარის ციხე” მდებარეობს მდინარეების – ოცხისა და კურცხანის შესართავთან
წამომართულ წყალგამყოფ ქედზე. ნაგებობა X საუკუნით თარიღდება. თამარის ციხე არ არის
ჩვეულებრივი სასიმაგრო ნაგებობა, იგი ფეოდალის რეზიდენციაა, ციხე-დარბაზი საკუთარი
კარის ეკლესიით, მისაღები დარბაზითა და სხვა სათავსებით. ციხე მთის თხემის რელიეფს
მიუყვება, თავსა და ბოლოში ორი მრავალსართულიანი კოშკი დგას. უკეთაა შემონახული
ოთხსართულიანი საცხოვრებელი კოშკი. გალავნის შიგნით, კოშკის მეორე სართულზე გაჭრილია
სწორკუთხა შესასვლელი. კომპლექსის მეორე კოშკი ზურგიანია, ესე იგი მისი უკანა მხარე
მომრგვალებული ფორმისაა. ციხე-სიმაგრის კედლების სიმაღლე დაახლოებით 15 მეტრამდე
აღწევს. კედლების ზედა ნაწილებში დატანილია სამზერები და სალოდეები. ციხე-დარბაზი
ნაგებია ზედაპირმოსწორებული, უხეშად დამუშავებული ქვით, ქვედა ნაწილებში
გამოყენებულია მოზრდილი ლოდები. გარდა თამარის ციხისა, ქედის იმავე ფერდობზე, მდინარე
ოცხის მხარეს, მდებარეობს მეორე ციხის ნაშთები და წყლის ნაპირას გამომავალი გვირაბი. ცოტა
მოშორებით, ოცხისა და კურცხანის შესაყართან ძველი სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებია
შემორჩენილი.
საუკეთესო პერიოდი – ყველა სეზონი
ბუზმარეთის ეკლესია
ბუზმარეთის ეკლესია მდებარეობს სოფელ უდიდან 7-8 კმ-ის დაშორებით. ეკლესია
ნანგრევების სახით იყო შემორჩენილი, თუმცა ამჟამად სრულიად აღდგენილია და აქ
მამათა მონასტერი ფუნქციონირებს. პირვანდელი ეკლესია IV-V საუკუნეებით
თარიღდება. ნაგებობა დარბაზულია, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით,
რომელიც სწორკუთხედშია ჩაწერილი. ინტერიერი მოხატულია. ფასადებს სადა
პროფილის მქონე ლავგარდანი შემოუყვება. ტაძარს არ არის შემკული არანაირი
დეკორატიული ელემენტით. ნაგებობას სამხრეთიდან არქიტრავული შესასვლელი
აქვს. ბუზმარეთის ეკლესია ძალიან ლამაზ, ხეებით დაბურულ ადგილასაა აგებული.
ტაძარი თურქეთის სახღვართან მდებარეობს და მის მოსანახულებლად საჭიროა
სპეციალური საშვი.
საუკეთესო პერიოდი – ყველა სეზონი
ზარზმის მონასტერი
ზარზმის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში, სამცხე-
ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში. შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია,
სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველო (ზოგი დანგრეულია). მათგან ცოტა
მოშორებით ძველთაგან ცნობილი წყაროა. სხვა სამონასტრო შენობები (ბერების საკნები,
სატრაპეზო და სხვა) არ შემონახულა.
საუკეთესო პერიოდი – ყველა სეზონი
ისტორია და ლეგენდა ზარზმის მონასტრის შესახებ
ზარზმის მონასტრის დაარსების დროის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს (VIII საუკუნე,
IX საუკუნე). თავდაპირველად დაუარსებია ადრინდელი ფეოდალური ხანის სასულიერო
მოღვაწეს სერაპიონ ზარზმელს, წარმოშობით კლარჯს, რომლის ცხოვრებაც აღწერილია ბასილი
ზარზმელის ცნობილ თხზულებაში. სერაპიონისათვის დიდი დახმარება გაუწევია ადგილობრივ
მთავარს გიორგი ჩორჩანელს, მას ახალი მონასტრისათვის სოფლები და მამულები შეუწირავს.
სერაპიონის დროინდელი ეკლესია, რომელსაც დღემდე არ მოუღწევია, ხუროთმოძღვარ
გარბანელს აუშენებია, და როგორც ჩანს, მარტივი ნაგებობა ყოფილა. ზარზმის ახლანდელი
ტაძარი და სამრეკლო აგებულია XIV საუკუნის პირველ წლებში სამცხის მთავრის ბექა
მანდატურთუხუცესის დროს. უძველესი ისტორიული ნაშთია ერთ-ერთი სამლოცველოს
შესასვლელის თაღში ჩასმული, უფრო ადრინდელი, შენობიდან გადმოტანილი, X საუკუნის
ბოლო ათეული წლების წარწერა, რომელიც მოგვითხრობს დავით III დიდი კურაპალატის
გალაშქრების ამბავს ბარდა სკლიაროსის წინაარმდეგ.
ზარზმის ტაძარი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელშიც მკაფიოდ ჩანს მაშინდელი ქართული
ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ზოგი ახალი ნიშანი (ცვლილებები შენობის
პროპორციებსა და ფასადთა მორთულობის სისტემაში. მრავალრიცხოვანი ჩუქურთმა, რომელიც
კარ-სარკმელთა საპირეებს ამკობს, ტექნიკური შესრულების მხრივ მაღალ დონეზე დგას, მაგრამ
რამდენადმე მშრალია). მნიშვნელოვანია კედლის მხატვრობაც, სადაც ტრადიციული
სიუჟეტებთან ერთად შემონახულია სამცხის მფლობელ ჯაყელთა (სარგისის, ბექა
მანდატურთუხუცესის, სარგის II-ის, ყუარყუარეს), აგრეთვე XVI საუკუნის ისტორიულ პირთა
(იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის, სერაპიონ ხურციძის და სხვ.) პორტრეტები. ზარზმის მონასტრის
სამრეკლო ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში და ამ ტიპის ქართული ნაგებობათა ერთ-ერთი
საუკეთესო ნიმუშია. 1577 ზარზმის ახალმა მფლობელებმა – ხურციძეებმა, რომელთაც ეკლესიის
ძველი მხატვრობის ნაწილი ახლით შეცვალეს, სამრეკლოს I სართულს თაღები ამოუშენეს და
იოანე მახარებლის ეკლესიად აქციეს. XX საუკუნის დასაწყისში ჩატარდა ზარზმის ეკლესიის,
სამრეკლოსა და მხატვრობის რესტავრაცია. ამის შედეგად მხატვრობის კოლორიტი და
ნაწილობრივ სტილისტიკური თავისებურებაც შეილახა.
ზარზმის მონასტერი მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. აქ
მოღვაწეობდნენ ბასილი ზარზმელი, გერმანე ზარზმელი, ბენედიქტე ზარზმელი და სხვა.
როდესაც სერაპიონ ზარზმელმა და მისმა ძმამ შეარჩიეს ეკლესიის ასაშენებელი ადგილი,
მახლობელი დაბის მცხოვრებნი მტრულად შეხვდნენ მათ და მოითხოვეს მათი გაძევება.
სერაპიონმა ადგილობრივ მოსახლეობას სასწაული მოუვლინა: ერთ დღეს გასკდა კლდე და
წამოვიდა ნიაღვარი რომელმაც თითქმის მთელი სოფელი წალეკა. ამიტომაც “ეწოდა ზარზმა,
რომელი ზარითა და შიშითა მოუთხრობელითა შეპყრობილ იყვნეს”.
ჯაჯის ტბა
ჯაჯის ტბა მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე ზღვის დონიდან 2655 მეტრზე. ტბა
ესაზღვრება ჩოხატაურის, ვანის და ადიგენის მუნიციპალიტეტებს. ტბასთან მდებარეობს
მწვერვალი მეფისწყარო, რომლის სიმაღლე 2850 მეტრია და მოგზაურებს სთავაზობს ხედებს სამ
სხვადასხვა რეგიონზე: იმერეთი, გურია და სამცხე-ჯავახეთი.
ტბასთან მისვლა რამდენიმე მარშრუტით არის შესაძლებელი: 1. აბასთუმანი; 2. ფერსათის
პლატო; 3. სოფელი დერცელი.
მოცემული ვარიანტებიდან ტბასთან ყველაზე ახლოს მისვლა ტრანსპორტით შესაძლებელია
სოფელი დერცელის საზაფხულო ფერმებისა და ფერსათის პლატოს მხრიდან.
ყველაზე გრძელი გზა აბასთუმნის ობსერვატორიიდან იწყება. მარშრუტის დაწყება
აბასთუმნისდან მოსახერხებალია მცირე ჯგუფებისათვის რადგან, აბასთუმნის ობსერვატორიაში
მარტივია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოხვედრა. ბილიკი ქედს მიუყვება და მოგზაურებს
თვალწარმტაც ხედებს სთავაზობს ორივე მხარეს.
საუკეთესო პერიოდი – მაისი, ზაფხული, სექტენბერი
დერცელი
დერცელი
დერცელი — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-
ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში, დერცელის თემში. მდებარეობს მესხეთის
ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ღაღვისწყლის (ქვაბლიანის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა
მხარეს. ზღვის დონიდან 1520 მეტრზე. ადიგენიდან დაშორებულია 17 კილომეტრით.
საუკეთესო პერიოდი – ყველა სეზონი
აბასთუმანი – ოქროს ციხე – ზანავის ციხე – ჭულეს მონასტერი – ადიგენი
მარშრუტი იწყება მდინარე ოცხესა და კურცხანას შესართავთან. მარშრუტი კვეთს
მდინარე ოცხეს ხიდით და შედის მდინარე კურცხანას ხეობაში. ხეობაში მდინარის
კალაპოტი ალაგ-ალაგ ემთხვევა სამანქანე გრუნტის გზას, ასე, რომ მოგვიწევს
ადგილ-ადგილ მდინარეში გატოპვა. ხეობის სიღრმეში მარშრუტი მარცხნივ უხვევს
და სატყეო გზით ადის ალპურ ზონაში. ალპურ ზონაში შეხვდებით საზაფხულო
ფერმებს. ყველაზე მარცხენა მხარეს მდებარე ბინის სიახლოვეს არის წყარო. აქ
შეგიძლიათ დაბანაკდეთ. წყაროდან გავემართებით სამხრეთი მიმართულებით,
გადავკვეთავთ მინდვრებს, ღელეებს, სამანქანე გზებს და მივუახლოვდებით
წიწვოვან ტყეს. შევალთ ტყეში და დავიწყებთ დაშვებას სამხრეთი მიმართულებით.
ცოტა ხანში დავდგებით ბილიკზე, რომელიც ჩაგვიყვანს ოქროს ციხესთან. ციხეზე
ასვლა შესაძლებელია ჩრდილოეთის მხრიდან. ოქროს ციხის შემდგომ ბილიკი
ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით გრძელდება, თავიდან ბილიკი მიგიყვანთ
წყაროსთან ხოლო შემდგომ სამანქანე გრუნტის გზას დაადგებით, რომელიც სოფელ
გომაროში მივყავართ. სოფლიდამ მარშრუტს ზანავიც ციხისკენ ვაგრძელებთ.
გავივლით გადავკვეთავთ წიწვოვან ტყეს, გავალთ მინდორში, ავივლით პატარა
აღმართს და დავინახავთ ზანავის ციხეს. ციხეზე ასვლა ახლა შეუძლებელია,
ვინაიდან ასასვლელი კიბე ჩამომტვრეულია. ციხის სამხრეთით მდებარე გრუნტის
გზით შევალთ სოფელ პატარა ზანავში. სოფლითან გზას გავუყვებით დასავლეთით
და მივალ ჭულევის მონასტერში. მონასტრიდან უკან დაბრუნებისას პირველ ღელეს
კვეთამდე მარჯვნივ შევამჩნევთ ბილიკს. უნდა ავუყვეთ ამ ბილიკს, რომელიც
მიგვიყვანს ხელოვნურ არხთან, გავუყვებით მას, გადავკვეთავთ და გავალთ
მინდორში, სადაც დავინახავთ შემოღობილ ყანებს. გეზს ავიღებთ სამხრეთი
მიმართულებით, ავუვლით გვერდს ამ ყანებს და საბოლოოდ დავდგებით სამანქანო
გრუნტის გზაზე, რომელიც ჩაგვიყვანს სოფელ ადიგენში, ხოლო იქიდან კი
მოვხდებით ქალაქ ადიგენის ვტოსადგურში.
საუკეთესო პერიოდი – აპრილი, მაისი, ზაფხული, სექტემბერი, ოქტომბერი
უდის მთა
უდის მთა მდებარეობს ზღვის დონიდან 2170 მეტრზე. აქ განლაგებულია სოფელ უდის
საზაფხულო საძოვრები და მწყემსთა სადგომები. სოფელ უდის მთაში მოსახლეობა მხოლოდ
სამ თვეს ატარებს. გაშლილი სივრცეები, შესანიშნავი ხედები, მთებს შეფენილი ქოხები,
იალაღები და საძოვრად გამოსული ნახირი ულამაზეს და საინტერესო სანახაობას ქმნის. უდის
მთას უამრავი მთებისა და ხეტიალის მოყვარული სტუმრობს. სოფელში უგემრიელესი,
ნატურალური რძის პროდუქტების შეძენა და დაგემოვნებაც შეგიძლიათ. თუკი აქ ლაშქრობას
გადაწყვეტთ, თრიალას ტბების მონახულებაც უნდა დაგეგმოთ. უდის მთა ერთ-ერთი
მიმზიდველი ადგილია მათთვის, ვინც ახალ შთაბეჭდილებებსა და დაუვიწყარ თავგადასავლებს
დაეძებს.
საუკეთესო პერიოდი – მაისი, ზაფხული, სექტემბერი, ოქტომბერი